როგორც იქნა გავარკვიეთ ვინ შეცვალა შალვა რამიშვილი და ამიერიდან სასტიკი ინკვიზიტორის როლში ლამაზმანი ნანკა კალატოზიშვილი მოგვევლინა. შალვას ტრადიციას არც ნანკამ უღალატა და გააგრძელა მიწვეული სტუმრების პირადი ცხოვრებიდან უინტერესო თუ საინტერესო მომენტების ამოქექვა. ერთერთი გუშინდელი სტუმარი თინეიჯერების საყვარელ რეპერად გაპიარებული ლექსენი იყო, რომელსაც ნანკა არც თუ ისე აზრიან კითხვებს უსვამდა და ცოტა მოვიწყინე კიდეც, ვიდრე არ გაიჟღერა კითხვამ „დაწვები ადამიანთან, თუ ის კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება?“. ამ კითხვის შემდეგ მოვაყოლებ ნანკას და ლექსენის საუბრის სინქრონს, რომ შარი არავინ მომდოს არაფერში :)ლექსენი – კი
ნანკა – დაწვები...
ლექსენი – თან თუ კარგი ქალი იქნება, ეუჰუჰუჰუჰუჰ
ნანკა – მე არ მითქვამს აქ კარგი ქალი იქნება... კი?
ლექსენი – კი დავწვები
ნანკა – კი! მარტივი პასუხი
სიცრუის დეტექტორის პასუხი აღმოჩნდა სიმართლე.
ამ პასუხის შემდეგ მოჰყვა მთელი რიგი თავის მართლებები და ნანკას მიერ ლექსენისთვის „ნამუსის მოწმენდა“. ნანკამ განმარტა, რომ წინსვლისთვის მამაკაცმაც შეიძლება შესთავაზოს რაღაც–რაღაცეები, ლექსენმა დაუდასტურა, რომ გამორიცხული არაფერია. მაგრამ მერე საიდანღაც ნანკამ დაასკვნა, რომ პასუხის გაცემისას ლექსენს არ გაუელვა ამ აზრმა, რომ თურმე შესაძლოა მამაკაცმაც შესთავაზოს ერთად დაწოლა და ამის გამო ნანკა დამშვიდდა და დაწყნარდა. ცოტა ვერ გავიგე, ნანკას მხრიდან ასეთი საუბარი ჰომოფობური „ნამიოკი“ იყო, თუ ლექსენზე აბოდებს და გული გაუსკდებოდა, რომ გაეგო, თურმე ლექსენს შეუძლია მამაკაცთანაც დაწვეს? ის კარგი იყო, თვითონ ნანკა რომ ერთ კლიპში გოგონას ეზასავებოდა? იქნებ ლექსენსაც უნდა რომელიმე თავის ახალ „ნავაროჩენ“ კლიპში ბიჭთან ზასაობა? და რა, ნანკამ უნდა დაუშალოს? მოკლედ შესაძლოა ეს იმის გამო მოხდა, რომ ნანკას გადაცემა პირველი იყო, თორემ რატომღაც სულ არ მსიამოვნებს ვიფიქრო, რომ ეს გოგონა ჰომოფობია. მსახიობ ქალებს ასეთი რაღაცეები ნაკლებად ახასიათებთ.
რაც შეეხება გადაცემის მეორე სტუმარს ირაკლი მარხულიას, მისი დრო გადაცემაში ბოლომდე არ გასულა და ალბათ უფრო საინტერესო კითხვები ერთი კვირის შემდეგ გადაცემის გაგრძელებაში იქნება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ბიჭი რატომღაც ძალიან მომწონს. ჯეობარში მისი ყოფნისას სულ მას ვუმესიჯებდი. ისე კი, საინტერესო მეგობრები მიიყვანა გადაცემაში – მულატკა და კიდევ ორი გოგონა. ნანკას კითხვაზე – ბიჭებთან არ მეგობრობო?, ირაკლიმ უპასუხა „უკან ზიანო“, რაც ნანკამ იქვე გაუსწორა „უკან სხედანო“. ნუ ეს არაფერი, მისი გამართული მეტყველება ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ჯეობარის ეს გამარჯვებული ბიჭი ყოველთვის დიიიდ ინტერესს აღმიძრავდა :)სხვა სტატიები ამ თემაზე:
* სკანდალური აღიარება შალვა რამიშვილთან
* საჯარო პირების გამომზეურებული პირადი ცხოვრება
* რამიშვილის სკანდალური შოუ სკანდალის გარეშე...
* მაია ასათიანის მორიგი დრაგშოუ
* ოჰ, ეს მაიას მუდმივი „სასურველი სასიძოები“...
* სასიძოები და საპატარძლოები „პროფილში“
* მაია ასათიანის „დრაგ–შოუმ“ სიყმაწვილეში დაგვაბრუნა
* ჯეოსტარში გეი–ჰიტი პირველ ადგილზე გავიდა
* სკანდალური აღიარება შალვა რამიშვილთან
* საჯარო პირების გამომზეურებული პირადი ცხოვრება
* რამიშვილის სკანდალური შოუ სკანდალის გარეშე...
* მაია ასათიანის მორიგი დრაგშოუ
* ოჰ, ეს მაიას მუდმივი „სასურველი სასიძოები“...
* სასიძოები და საპატარძლოები „პროფილში“
* მაია ასათიანის „დრაგ–შოუმ“ სიყმაწვილეში დაგვაბრუნა
* ჯეოსტარში გეი–ჰიტი პირველ ადგილზე გავიდა










დათუნდა მგელაძე, რომელსაც ნოდიკო ტატიშვილი ცდილობს, რომ ხელიდან არ გაუშვას, დღესაც შეუდარებელი იყო. ყველაზე უკეთესი. შესანიშნავი სიმღერა, შესანიშნავი პლასტიკა და სცენური მოძრაობა და პირველი თუ არა, მეორე ადგილზე მაინც რომ გავიდა, მაინც სასიხარულოა. ამ ბიჭს, ამ საყვარელ პინგვინუკას (იმედია საწყენად არ მიიღებს, მაგრამ მართლა ძალიან საყვარელია) დიდი მომავალი აქვს, რადგან ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც მართლა მთელი სულით და გულით იმღერა და მსმენელს და მაყურებელს აჩვენა, რომ ქართველებსაც შეუძლიათ ფონოგრამის გარეშე ულამაზესი სიმღერების შესრულება.
ვაჟა, ჩემი სიმპათია, დღეს ბიჭი აუთსაიდერებში იყო და ძალიან გული მწყდება. შოთიკო მესამე ადგილზე უნდა ყოფილიყო და ვაჟა აუთსაიდერებში. კარგით რა ხალხო, კარგით რაა... არ შეიძლება ასე კუთხური მიდგომით ნიჭიერების დაჩრდილვა. ნიჭი ისედაც არ დაიკარგება, მაგრამ როცა შანსია, რატომ უნდა დავჩაგროთ არ მესმის. აგერ თვით ბ–ნმა ჭოლა წულაძემაც უძახა შოთიკოს, მეტი მინდა შენგან შოთიკო შემოგევლე, მეტი მინდაო, და მისთვის მაინც მოგვესმინა... არ ვიცი რა უნდოდა ჭოლას შოთიკოსგან, მაგრამ დედუნა ბერიძის არ იყოს, ეს ბიჭი არ არის სალიდერო და ჯობია ჩემთვის საყვარელ ქუთაისში ცოტა იმაზეც იფიქრონ, რომ ნიჭი უნდა დაფასდეს და არა საცხოვრებელი ადგილი...
